weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიციამ ყვარელში მომხდარი ქურდობა გახსნა

13:37 კვირა, 10 თებერვალი 2019

ყვარლის პოლიციის თანამშრომლებმა 27 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება მაღაზიის და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ლ.ა.-მ ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია გაქურდა, საიდანაც სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ფარულად დაეუფლა. მანვე გაქურდა მაღაზიასთან მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – ძალაყინი, ასევე, მაღაზიიდან მოპარული სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან წაღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო“, – განაცხადეს შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]