weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნიკა მელია განიხილება

11:09 ორშაბათი, 11 თებერვალი 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ადასტურებს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის პარტია ნიკა მელიას კანდიდატურის დასახელების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „კვირის აქცენტები“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის, ნიკა გვარამიას კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ინფორმაცია, რომ ნიკა მელია ზუგდიდის მერობის კანდიდატი იქნება, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ვერ დაგპირდებით, რომ ეს ასე არ იქნება, მაგრამ ახლა რომ გითხრათ, რომ გადაწყვეტილია, ამას ბეჭედი აქვს დასმული და გავვარდებით და ზუგდიდში გადავსახლდებით, სიმართლე არ იქნება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ძალიან ბევრი კანდიდატი იხილება ოპოზიციიდან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ზუგდიდის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობა 2018 წლის 12 სექტემბერს დატოვა. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ის და მისი მოადგილე გია გულორდავა პირველ ნოემბერს, დიდი ოდენობით (21 500 აშშ დოლარი) ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის მაისში უნდა ჩატარდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]