weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქვეყნის მასშტაბით შენობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება იწყება

12:51 ორშაბათი, 11 თებერვალი 2019

14 თებერვლიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სანქციები ამოქმედდება. სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება მოითხოვოს.

„სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად იზრდება ხანძრით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ყველა შენობაში დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები, რამაც უნდა უზრუნველყოს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

2018 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ სანქციების გატარება მათ ინტერესში არ შედის და მოუწოდებენ, შენობა-ნაგებობების მეპატრონეებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, დროულად შეასრულონ ყველა რეკომენდაცია და არ შეუქმნან საფრთხე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]