weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

19 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

10:08 სამშაბათი, 12 თებერვალი 2019
არქივის ფოტო / თორნიკე მერებაშვილის ოჯახის აქცია არქივის ფოტო / თორნიკე მერებაშვილის ოჯახის აქცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 19 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ 50 წლის მამაკაცი დააკავა. მას ბრალად ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ედება.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ პირს - თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე 6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდა. მშობლები აცხადებდნენ, რომ მათი შვილი ავტოავარიის შედეგად არ დაღუპულა, იგი სასიკვდილოდ დაჭრეს, რის შემდეგაც ავარიის ინსცენირება მოხდა. მერებაშვილები პოლიციას დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ობიექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც მსვლელობით გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია გამართეს. 2018 წლის სექტემბერში ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებისთვის ორი კვირა მისცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]