weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

წყნეთის გზაზე ყვითელი ავტობუსი დაგორდა - დაშავდა 7 მგზავრი

11:35 სამშაბათი, 12 თებერვალი 2019
ფოტო: 1tv.ge ფოტო: 1tv.ge

წყნეთისკენ მიმავალ გზაზე N34 ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა, რის შედეგადაც შვიდი მგზავრი დაშავდა. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. მძღოლი ამბობს, რომ ავტოავარია სავარაუდოდ მუხრუჭის გაუმართაობის გამო მოხდა. მისივე თქმით, მუნიციპალურ ტრანსპორტს ტექნიკური ინსპექტირება გავლილი ჰქონდა.

„მივდიოდი და გაჩერებაზე გავაჩერე, ჩამომსვლელები ჩამოვიდნენ. ამასობაში, მუხრუჭმა აღარ დაიჭირა, სიჩქარეში ვეღარ ჩავაგდე და დაქანდა ქვემოთ. ვიმარჯვე და იქ ხეებმა დაიჭირა“, - ამბობს ავტობუსის მძღოლი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]