კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა დღეს მისი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
დავით კირკიტაძე 2018 წლის დეკემბერში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართული აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავეს. 20 დეკემბერს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.