weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მომღერალ ირაკლი ნოზაძის საქმეზე ბრალდებულებს 8 და 2 წლით პატიმრობა მიესაჯათ

16:26 სამშაბათი, 12 თებერვალი 2019
ფოტოზე ირაკლი ნოზაძე ფოტოზე ირაკლი ნოზაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ ბრალდებული თამთა ჯანჯღავა დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ნათია თოფურიას, მას სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულების მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს, ვალის დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნით გაღიზიანებულმა თამთა ჯანჯღავამ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწ ქვეშა არეში დანით ჭრილობები მიაყენა ირაკლი ნოზაძეს, რომელსაც დაუზიანდა არტერია. შემდგომ, თამთა ჯანჯღავამ მეგობარ ნათია თოფურიასთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]