weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამკაციანმა ჯგუფმა ხარაგაულში 5 სახლი გაქურდა – შსს

21:51 სამშაბათი, 12 თებერვალი 2019

სამართალდამცველებმა ხარაგაულის რაიონში მომხდარი ქურდობის ხუთი ფაქტი გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1993 წელს დაბადებული გ. ლ. და 1985 წელს დაბადებული ო.თ., ხოლო 1979 წელს დაბადებულ ი. ბ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 5 და 29 იანვარს, ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანში მცხოვრები 5 მოქალაქის კუთვნილი სახლები გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა სახის ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]