დაშავებული მგზავრები ავტომობილიდან მაშველებმა გამოიყვანეს. შედარებით მძიმე იყო ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.