weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

საკონსტიტუციო სასამართლო საპოლიციო რეიდის შესახებ სარჩელს განხილვას

14:40 ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ე.წ. რეიდის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას იწყებს. მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრია“, რომელიც ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც  ე.წ რეიდის ჩატარების საფუძვლებს ადგენენ.

EMC-იმ საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის მარტში მიმართა. სარჩელში აღნიშნულია, რომ საპოლიციო რეიდის ჩატარება შესაძლებელი ხდება უკიდურესად ბუნდოვანი და აბსტრაქტული საფუძვლებით, ყოველგვარი ინდივიდუალური ეჭვის გარეშე შესაძლებელია ყველა პირის შეჩერება და შემოწმება, რომელიც რეიდის ჩატარების ადგილზე მოხვდება. სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლებლობა ეძლევათ, რეიდის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღონ ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულის ან სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის არსებობისას და მნიშვნელოვანი პროცესუალური გარანტიების და დაცვის მექანიზმების გარეშე მოახდინონ რეაგირება არსებულ ინფორმაციაზე.

EMC-ის ცნობით, სარჩელში პრობლემად არის დასმული შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილება საკუთარი ბრძანებით, რეიდის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და განუსაზღვრელი დროით.

მოსარჩელეების მტკიცებით, საპოლიციო რეიდის არსებული ფორმა არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების, ღირსების ხელშეუვალობისა და პირადი ცხოვრების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]