weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დაისჯება

15:01 ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019

ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

როგორც მამუკა ბახტაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მთავრობა აგრძელებს კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინება ე.წ. ქუჩური გარჩევებია.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ე.წ ქუჩური გარჩევების სიხშირე და ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგები მთავრობის მხრიდან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.

„კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირთა მიმართ, ვინც გაბედავს, რომ არასრულწლოვნები იყვნენ ჩართული ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება და ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომლებიც ხშირ შემთხვევებში ასეთ გარჩევებს უკავშირდება“, – განაცხადა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]