weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საგარეჯოს სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

17:09 ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობა უმოკლეს დროსა და კომფორტულ გარემოში 200-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო სერვისს მიიღებს.

სოფელ უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეთორმეტეა და პატარა სოფლის საჭიროებებზეა მორგებული.

„საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა სოფელ უდაბნოში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა. ეს სოფელი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარეობს, ეთნიკური უმცირესობებითა და ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ტურისტულად აქტიურ ზონას წარმოადგენს. იგი უშუალოდ სამონასტრო კომპლექს დავითგარეჯას ესაზღვრება.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის სოფლის ტურისტულ პოტენციალს. მობილური ოპერატორის მეშვეობით უზრუნველყოფილი 24-საათიანი კავშირი სამყაროსთან, საბანკო მომსახურება და 24-საათიანი უკაბელო ინტერნეტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფელ უდაბნოს სტუმრებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

სოფელი უდაბნო საზღვრისპირა სოფელია და რაიონულ ცენტრს 45 კილომეტრითაა დაშორებული

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]