weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში 87 წლის ქალის ძარცვის საქმეზე 2 პირი დააკავეს

22:19 ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019
ფოტო: imedinews.ge ფოტო: imedinews.ge

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ორი მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი 87 წლის ქალისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და მისი ბინის გაძარცვის საქმეზე არიან დაკავებული.

ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი, სადაც მოხუცი ცხოვრობს, დღეს გაძარცვეს. ბოროტმოქმედებმა 87 წლის ქალს პირი წებოვანი ლენტით აუკრეს და სკამზე დააბეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ლ.ჩ. და 1999 წელს დაბადებული რ.ო. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მოხუცს თავი გაზის კომპანიის თანამშრომლებად წარუდგინეს და ბინაში მოტყუებით შეაღწიეს.

„ბრალდებულებმა ბინის მფლობელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელები შეუკრეს და ბინიდან სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ოქროს სამკაულები მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ნაძარცვი ნივთები ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]