weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ორი პოლიციელი ნარკოტიკების მოხმარებისთვის დავითხოვეთ – შსს

10:14 ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელს - ნ.დ.-ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს - დ.გ.-ს, შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდათ.

შსს-ს განცხადებით, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, ნ.დ. და დ.გ. შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილი არიან.

საქართველოს კანონმდებლობით შსს-ს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ეკრძალებათ. მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]