შსს-ს განცხადებით, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, ნ.დ. და დ.გ. შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილი არიან.
საქართველოს კანონმდებლობით შსს-ს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ეკრძალებათ. მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.