weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიცია რუსთავში ბავშვის მიმართ სავარაუდო გარყვნილ ქმედებას იძიებს

11:19 ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019

პოლიცია რუსთავში მომხდარ სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს. არსებული ინფორმაციით, მეშვიდე კლასელ გოგონას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სკოლაში მიდიოდა, მამაკაცი აედევნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ბავშვის მეზობელია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილეს. აქედან 86 პირი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირშია (სსკ-ის 140-ე მუხლი) მხილებული, 4 პირი მხილებულია გაუპატიურებაში (სსკ-ის 137-ე მუხლი), 2 სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში (სსკ-ის 138-ე მუხლი), ხოლო 24 გარყვნილი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 141-ე მუხლი);

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]