weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე ზაალ ლატარიას დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ

13:48 ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019
ფოტოზე ზაალ ლატარია ფოტოზე ზაალ ლატარია

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ბრალდებით დაკავებული, ზუგდიდში მცხოვრები ზაალ ლატარია თავს უდანაშაულოდ მიიჩნეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ზაალ ლატარიამ ფარული აუდიოჩანაწერი ყალბი ფეისბუქ ანგარიშიდან მიიღო და ისე წაშალა, რომ არ გაუვრცელებია. მათივე თქმით, დაკავება ლატარიას პოლიტიკურ აქტივიზმს უკავშირდება.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზაალ ლატარია გაერთიანებული ოპოზიციის აქტიური კოორდინატორი იყო. როგორც ტელეკომპანიას დაკავებულის ოჯახის წევრებმა უთხრეს, ამის გამო ლატარიას ემუქრებოდნენ.

„არჩევნების წინ მამაჩემს მოუგზავნეს კაცი და უთხრეს გაჩუმებულიყო, არ ემოძრავა, მაგრამ მამაჩემი არ შეუშინდა, ერთ პოზიციაზე იდგა და შედეგიც მივიღეთ. ფეისბუქზე ყალბი ანგარიში შექმნეს და მამაჩემს ვიდეო გაუგზავნეს. მამაჩემმა ეს ვიდეო გახსნა, აინტერესებდა რა იყო და წაშალა“, – ამბობს ლანა ლატარია.

„დაკავებას პოლიტიკურ დევნას ვუკავშირებ. ჩავალ თბილისში და ვიშიმშილებ მთელი მთავრობის წინაშე. რა დააშავა ჩემმა შვილმა? 16 წლის წავიდა აფხაზეთში საბრძოლველად. საქართველოსთვის თავი გაწირა და ასე უნდა დევნა? რა დააშავა? გუშინ აქ ისეთი ამბავი იყო, ტერორისტების სახლში არ მომხდარა“, – განაცხადა დაკავებულის დედამ, ინეზა ლატარიამ.

ზაალ ლატარია გუშინ, 13 თებერვალს, ბათუმში დააკავეს, მის საცხოვრებელ სახლში კი სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ვიდეოჩანაწერი მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაავრცელა.

ზაალ ლატარიასთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. საქმეზე გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ 18 პირია დაკავებული. შსს-ს განმარტებით, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]