weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისსა და რეგიონებში 8 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა

14:30 ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რვა მოსამართლე უვადოდ გაამწესა. კენჭისყრა მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე დღეს გაიმართა. კენჭი ეყარა 3 წლის ვადით გამწესებულ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების თაობაზე მიმართეს.

უვადოდ გამწესებული მოსამართლეები არიან: ნატრული აკობია – ზუგდიდის რაიონულ სასამართლო; ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქო სასამართლო; გია ბერაია – ახალციხის რაიონულ სასამართლო; ლერი თედორაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლო; ინდირა მაშანეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლო; სალიხ შაინიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლო; ნატო ხუჯაძე – თბილისის საქალაქო სასამართლო; მერაბ ჯორბენაძე – თბილისის საქალაქო სასამართლო.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების თაობაზე სულ 48 მოსამართლემ მიმართა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული რვა მოსამართლის გარდა, სხვა მოსამართლეებს უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ, საბჭო მათთან გასაუბრებას და კენჭისყრას მოგვიანებით ჩანიშნავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]