ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება, რომ ბედუკაძეს ქუჩაში სცემა ყოფილმა პატიმარმა, რომელიც ლადო ბედუკაძის ბადრაგად მუშაობის პერიოდში იხდიდა სასჯელს. ტელეკომპანიის ცნობით, პირი, რომელიც ბედუკაძეს თავს დაესხა, მას მიმართავდა ფრაზით: „რატომ მცემდი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, კონფლიქტში მონაწილე მეორე პირის ვინაობა დადგენილია.