weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დევნილთა სამინისტრო 110 ოჯახს იპოთეკურ სესხს დაუფარავს – განცხადებების მიღება დაიწყო

17:14 ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 110 დევნილ ოჯახს იპოთეკურ სესხს დაუფარავს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.

გიორგაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2019 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი/ბინა, რომელიც მათ ერთადერთ საკუთრებას წარმოადგენს.

„იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს. 2019 წელს, იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 200 000 ლარი გამოიყო“, – განაცხადა გიორგაძემ.

იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე დევნილი ოჯახების განაცხადები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოში თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში შემდეგ მისამართებზე: თბილისი – თამარაშვილის ქ. N15ა; ზუგდიდი – აღმაშენებლის ქ. N106; ქუთაისი – ირაკლი აბაშიძის გამზ. N27. 

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება; ბ) იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე; გ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.

განცხადებების მიღება 14 თებერვალს დაიწყო და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]