weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ქუთაისში ყაჩაღობის ბრალდებით ორი მოზარდი დააკავეს

10:16 პარასკევი, 15 თებერვალი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციამ ქუთაისში ყაჩაღობის ორი ფაქტი გახსნა და ორი არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავა. შსს-ს ცნობით, 17 წლის ბ.გ.-მ სასურსათო მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 173 ლარი გასტაცა. ის დანაშაულს აღიარებს.

ასევე შსს-ს ინფორმაციით, კიდევ ერთმა დაკავებულმა 16 წლის გ.თ.-მ ერთ-ერთი მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 243 ლარი გასტაცა და მიიმალა.

ძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ ქუთაისში ორი მოქალაქის საცხოვრებელი სახლები გაქურდა, რის გამოც ბრალი ქურდობისთვისაც (სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით) წარედგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]