weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება

10:30 პარასკევი, 15 თებერვალი 2019

თბილისის მერის განცხადებით, კომპანია „სისტრას“ კვლევაზე დაყრდნობით, დედაქალაქში MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება. კახა კალაძის ინფორმაციით, „სისტრა“ აწარმოებს კვლევას, თუ რა რაოდენობის და რა ტიპის ავტობუსი სჭირდება ქალაქს.

„მიუნხენში, MAN-ის საგამოფენო ცენტრში, დავათვალიერეთ უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა შემოყვანაც დედაქალაქშია დაგეგმილი. MAN-ის საგამოფენო ცენტრში კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შევხვდით. ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ვარშავიდან თბილისის მერიის მიერ შესყიდული 90 ავტობუსის პირველი პარტია უკვე გამოიგზავნა.

„საგანგებოდ თბილისისთვის ბრენდირებული 10-მეტრიანი ავტობუსები სრულად ადაპტირებული და უზრუნველყოფილია, როგორც გათბობისა და კონდიცირების, ისე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით“, – აცხადებს თბილისის მერი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]