weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სარფში პოლიციამ თურქეთში გასაყიდად გამზადებული ავტომატი და 7 030 ვაზნა ამოიღო - შსს

11:38 პარასკევი, 15 თებერვალი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, ჩრეკის შედეგად კი სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, ცეცხლსასროლი იარაღი და 7 030 ვაზნა ამოიღეს. შსს-ის ინფორმაციით, ავტომატი და ვაზნები თურქეთში სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.

ავტომობილის მძღოლი 1965 წელს დაბადებული რ.თ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ბრალდებით დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]