weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ახალციხის სასამართლომ ცოლის მიმართ მუქარაში ბრალდებულს 15 თვით პატიმრობა მიუსაჯა

13:59 პარასკევი, 15 თებერვალი 2019

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მუქარაში ბრალდებულს ერთი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე გიორგი ლონდარიძის მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, საქმე ეხება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა, 2017 წლის ოქტომბერში, ცოლის ქამრით ცემისთვის სამთვიანი პატიმრობა და ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა, აქედან სამი თვე მას წინასწარი პატიმრობის სახით უკვე მოხდილი ჰქონდა.

გათავისუფლებიდან თვენახევარში მამაკაცი ცოლის მიმართ მუქარის ბრალდებით ისევ დააკავეს. დაზარალებულის განცხადებით, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ქმარი მას „ოჯახის წევრების ხელყოფით“ და ბავშვის წართმევით ემუქრებოდა. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]