30 წლის ქალი ხუთმა მამაკაცმა 9 თებერვალს მოიტაცა. შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე მოხდა. როგორც ბრალდებულებმა სამართალდამცველებთან განაცხადეს, ქალი ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს.
ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ორი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი 12 თებერვალს განიხილა და მათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულების ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს აღიარებენ. მისივე ინფორმაციით, ქალმა საკუთარ ჩვენებაში მიუთითა, რომ მოტაცება მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა.