weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

02:13 შაბათი, 16 თებერვალი 2019

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსაჯვრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მისმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ ექიმებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დეკანოზი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„შეხვედრა მქონდა ექიმებთან, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ მის შემოწმებას. მათ განმიცხადეს, რომ დღის მეორე ნახევარში დეკანოზმა მკერდის არეში ძლიერი ტკივილები იგრძნო, ასევე შეექმნა მეტყველების პრობლემა, რის გამოც სასწრაფოდ იქნა კლინიკაში გადმოყვანილი. ამ დრომდე მას მეტყველების პრობლემები აქვს, გულმკერდის არეში აქვს ტკივილები და პლუს ამას, მარჯვენა მხარის კიდურების პრობლემა აქვს ძალასთან მიმართებაში, ვერ ხმარობს კარგად. ექიმები ვარაუდობენ, რომ არის ინსულტის და ინფარქტის რეალური ალბათობა, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ არის დადგენილი.

მაგარამ ის, რომ მარჯვენა მხარის კიდურების და მეტყველების პრობლემა აქვს, ასევე ის, რომ ძლიერი ტკივილები და მაღალი წნევა აქვს, მეტყველებს მისი ჯანმრთელობის ძალიან საგანგაშო მდგომარეობაზე.

ექიმებმა განაცხადეს, რომ მინიმუმ უახლოესი დღეები მას აუცილებლად მოუწევს კლინიკაში ყოფნა და ჯერჯერობით ზედმეტია საუბარი უახლოეს პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებაზე. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაადგინონ გამომწვევი მიზეზი. დეკანოზი ჯერჯერობით რეანიმაციაში იმყოფება. ექიმების თქმით, ის გონზეა და ადეკვატურია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ადვოკატმა.

გიორგი ფანცულაიას თქმით, შესაძლებელია, დეკანოზი პალატაში დღესვე გადაიყვანონ, რის შემდეგაც მასთან შეხვედრის საშუალება ექნება.

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. უწყების ცნობით, მსჯავრდებული სამედიცინო დაწესებულებაში, წინასწარი დიაგნოზით, ჰიპერტონული კრიზით, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევთ გადაიყვანეს.

„15 თებერვალს, 18:38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18:41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე ექიმი ნევროლოგი. 19:18 საათზე დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია. 21:35 საათზე დაწესებულების მედპერსონალმა კვლავ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]