weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პანკისის სალაფიტურ თემს ახალი იმამი ჰყავს

13:17 შაბათი, 16 თებერვალი 2019
ფოტო: Reginfo.ge ფოტო: Reginfo.ge

პანკისის ხეობაში სალაფიტური თემის იმამად 45 წლის ზურაბ ქავთარაშვილი (აბუ მუსლიმი) აირჩიეს. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ზურაბ ქავთარაშვილი 2003 წლიდან 2018 წლის ზაფხულამდე იორდანიაში ცხოვრობდა, სადაც სასულიერო განათლება მიიღო. იგი დოქტორანტია ყურანის განმარტების სფეროში.

ზურაბ ქავთარაშვილი სოფელ დუისში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და 4 შვილი. პანკისის სალაფიტური თემის იმამის პოზიციაზე მან თემურ (აბდულ ქერიმ) ქავთარაშვილი შეცვალა, რომელიც სალაფიტურ თემს 2018 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა. ჯამაათის წევრების ინფორმაციით, თემურ ქავთარაშვილი თავისი ნებით გადადგა.

ახალი იმამი ზურაბ ქავთარაშვილი არ ადასტურებს ხეობაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ერთ-ერთი ქადაგებისას თემის წევრებს მოუწოდა, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ.

„სასულიერო პირი ვარ და ვცდილობ დისტანცია მქონდეს ამ საკითხთან. ხეობამ გადაწყვიტოს. ხეობის მოსახლეობის არჩეულია საბჭო. მაგათ არჩევანს პატივს ვცემ“, - ციტირებს პანკისის სათემო რადიო იმამის კომენტარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]