weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის ბულვარში მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდა

13:13 ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017

ბათუმის ბულვარში ველობილიკის მიღმა სატრანსოპორტო საშუალებით გადაადგილებაზე ჯარიმები შემოდის. ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის პირი 50 ლარით დაჯარიმდება.

ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობა ნებადართულია 06:00 საათიდან 09:00 საათამდე.

ბულვარის ადმინისტრაცია მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს ქვეითად მოსიარულეებსაც, რადგანაც არსებული წესებით ველობილიკზე ქვეითთა მოსიარულეთათვის მოძრაობა აკრძალულია. შეზღუდვებს ბათუმის ბულვარის მონიტორინგის სამსახური გააკონტროლებს.

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ბულვარში ველობილიკის მიღმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის 7 პირია დაჯარიმებული.

ადმინისტრაცია მონიტორინგის გამკაცრებას გეგმავს ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებაზეც. ბათუმში, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირი 20-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდება. 2 კილოგრამამდე ნარჩენის დაყრა 80 ლარით ჯარიმდება, 2 კგ-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარენებით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირი - 300, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. 1 მ 3-ზე მეტი მოცულობის  მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ხოლო ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით და მისი ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება 20 ლარით დაჯარიმდება.

ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მონიტორინგი ყოველდღიურად 09:00 საათიდან 00:00 საათამდე განხორციელდება.

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია მოსახლეობას და დამსვენებლებს თხოვნით მიმართავს, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ბულვარში დასუფთავების წესები დაიცვან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]