weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩემი ძმის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა საპატრიარქოს ეკისრება – თორნიკე მამალაძე

16:16 შაბათი, 16 თებერვალი 2019

თორნიკე მამალაძე მისი ძმის, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს. როგორც მან საავადმყოფოს დატოვების შემდეგ თქვა, დეკანოზს მეტყველება უჭირს და მარჯვენა მხარე აქვს პარალიზებული.

„ჩემი ძმის ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს საპატრიარქოს და მის ხელმძღვანელობას, რადგან თვითონ ფიქრობენ, რომ ჩემი ძმის გარდაცვალების შემთხვევაში, ის ინფორმაციები, რასაც ჩემი ძმა ფლობს, მასთან ერთად მოკვდება. ძალიან ცდებიან, რადგანაც ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, სადაც დეტალურად არის აღწერილი.

ილოცონ, რომ ჩემი ძმა სიკვდილს გადაურჩეს, რადგანაც, თუ რაიმე მოუვა, მეორე დღესვე ნათელი მოეფინება ყველაფერს.

მე-13 დღეა ვითხოვდი ჩემი ძმის ზიარებას, რადგან არაერთხელ მითქვამს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას“, – ამბობს თორნიკე მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს. მისი ზუსტი დიაგნოზი ამ დროდე უცნობია. კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილის, მარინა გელანტიას ინფორმაციით, წინასწარი კვლევებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება.

„პაციენტი გადაყვანილია ინტენსიურ განყოფილებაში შემდგომი მონიტორინგისთვის. პაციენტის ცნობიერება ნათელია, ადეკვატურია, კონტაქტურია, მაგრამ ასე მწვავედ გამოვლენილ სიმპტომებს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა, რაც ტარდება კიდევაც და დინამიკაში, მოვლენათა განვითარების შესახებ დამატებით მოგახსენებთ“, – განაცხადა მარინა გელანტიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

ბრალის წარდგენის შემდეგ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]