weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფარავნის უღელტეხილზე ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია

11:58 კვირა, 17 თებერვალი 2019

ძლიერი ქარის, ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრიდან 110-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი) ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამავე გზის 110-ე კილომეტრიდან 146-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე (ფარავანი-ნინოწმინდა) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფარავნის უღელტეხილის გარდა, თოვლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ავტოტრანსპორტის მოზრაობა შეფერხებულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. გზების დეპარტამენტის ცნობით, პირველი კილომეტრიდან მე-40 კილომეტრამდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]