„სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 24-საათიან რეჟიმში როგორც მდინარეში, ისე ზღვაში მიმდინარეობდა. ამ პროცესში ჩართული იყო 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონიდან. წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა. ადგილზე შექმნილი იყო სპეციალური შტაბი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
16 წლის ბიჭი აღმაშენებლის ხიდიდან მდინარე რიონში 29 იანვარს გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ხიდის მოაჯირზე იდგა, რა დროსაც ფეხი დაუცდა.