weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

17:32 კვირა, 17 თებერვალი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს „ბელკას“ სისტემის კომბინირებული შაშხანა, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

„საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

სამინისტროს ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში მცხოვრებმა, 1971 წელს დაბადებულმა ლ.კ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მესტიის რაიონულ სამმართველოში ნებაყოფლობით ჩააბარა. კანონის შესაბამისად, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]