შსს-ს განცხადებით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს „ბელკას“ სისტემის კომბინირებული შაშხანა, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
„საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.
სამინისტროს ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში მცხოვრებმა, 1971 წელს დაბადებულმა ლ.კ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მესტიის რაიონულ სამმართველოში ნებაყოფლობით ჩააბარა. კანონის შესაბამისად, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.