weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კრიმინალურ ავტორიტეტების საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ერთი პირი დააკავეს

17:42 კვირა, 17 თებერვალი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა, გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება 2019 წლის 8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას შეცვალა.

შსს-ს განცხადებით, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულმა მამაკაცმა 2018 წლის ოქტომბერში გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები კრიმინალური ავტორიტეტები არიან. მან ჩვენებაში ასევე დააფიქსირა, რომ ბრალდებულთაგან ერთ-ერთი პირი წალკის მუნიციპალიტეტის ე.წ. „მაყურებლად“ დაინიშნა და მან კრიმინალური დაჯგუფების დახმარების მიზნით, ფულადი თანხაც გაიღო.

„მოწმის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვეში დაწყებულ არსებით განხილვაზე,

ა.ს.-მ სასამართლოს განუცხადა, რომ ბრალდებული პირები არ არიან კრიმინალური ავტორიტეტები და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მათ კავშირზე ინფორმაციას არ ფლობდა. მან, ასევე, უარყო ფინანსური დახმარების ფაქტიც.

მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის ბრალდებით, ა.ს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალად მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება. დანაშაული 3-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]