weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იმერეთსა და სამეგრელოში სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია ამოქმედდა

12:57 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 თებერვლიდან, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში, საავტომობილო გზებზე სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია ამოქმედდა.

იმერეთის რეგიონში „ჭკვიანი“ კამერები განლაგებულია თბილისის-სენაკი-ლესელიძის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-ფარცხანაყანევის შემაერთებელ მონაკვეთზე; ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრიდან (ქვიტირი) 28-ე კილომეტრამდე (ფარცხანაყანევი). კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად. ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

„ჭკვიანი“ კამერები ასევე განთავსებულია ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-წყალტუბოს შემაერთებელ მონაკვეთზე; ქალაქ ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩიდან - ქალაქ წყალტუბოში, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩამდე. კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად. აქ ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ-ია.

სამეგრელოს რეგიონში ჭკვიანი კამერები დამონტაჟებულია ფოთში, სამეგრელოს ქუჩის მონაკვეთზე, სამეგრელოს, ხობის, შავი ზღვისა და ალ.ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ-ია.

კამერები ამუშავდა ფოთში (ფოთის შემოვლით გზაზე), ლარნაკის ქუჩიდან (მდინარე რიონი) წმ. გიორგის, აკაკის და გურიის ქუჩების გადაკვეთამდე, ორმხრივად. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ-ია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,საავტომობილო გზებზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების მონტაჟი გრძელდება. ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 2086 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს 669 ახალი ვიდეოკამერა ჩაირთო, მათ შორის 550 ზოგადი ხედვის და 119 კი ნომრის ამომცნობი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]