weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამხედრო ვალდებულების მოუხდელობის გამო დამატებითი შეზღუდვები არ წესდება – სამინისტრო

15:39 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე კანონში შესატანი ცვლილება მომზადებული არ არის, არსებობს მხოლოდ გეგმა, რომელიც საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისას მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ გულისხმობს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, მათ მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინეს იმ კანონთა ნუსხა, რომელზეც მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავენ მუშაობას. გეგმაში „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონიც არის.

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ამოცანა გაწვევის პროცესის მოწესრიგებაა.

კანონის არსებული რედაქცია დღესაც უშვებს შეზღუდვას საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არ მოიხადეს სამხედრო ვალდებულება.

ამავე დროს, კანონი არ ათავისუფლებს ამ შეზღუდვისგან იმ პირებს, ვისაც სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი თავის დროზე ჰქონდა. შესაბამისად, საკანონმდებლო საქმიანობის გეგმის განმარტებაში გაკეთებული ჩანაწერი სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრას გულისხმობს და არა დამატებითი შეზღუდვის დაწესებას.

მსგავსი ხარვეზების გამოსწორებას ემსახურება გეგმაში ასახული სხვა საკითხებიც.

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის. ნებისმიერი ცვლილება შემუშავებული და წარდგენილი იქნება მხოლოდ შეგროვებული პრობლემატიკის სრულფასოვანი ანალიზის, ყველა უწყებასთან, თვითმმართველობებთან, პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ და საკანონმდებლო ცვლილების წარდგენისათვის დადგენილი წესით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყება ყველა დაინტერესებულ ჯგუფს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საკითხის არასწორი ინტერპრეტაციებისგან და ნუ გამოიყენებენ ამ თემას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით პოლიტიკური სპეკულაციებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]