გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ მოპარულ სფეროებს ღირებულება არ აქვს.
„ძალიან მსუბუქია, ჯართში ჩასაბარებლადაც არ გამოდგება. ღირებულება არ აქვს და მაინც იკარგება, ეს გვიკვირს“, – ამბობს გორის მერი.
მისივე თქმით, ქურდობის შესახებ სამართალდამცველებისთვის ამ დრომდე არ უცნობებიათ.
გოგებაშვილის ქუჩაზე 1 135 236 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა.