„პირველად ჯერ გოგო შემოიყვანეს, ერთი საათის შემდეგ კი ბიჭი. გოგოს გუშინ გული გაუჩერდა და ექიმებმა აუმუშავეს. ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია, მართვით სუნთქვაზეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, - წერს Qartli.ge გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებზე დაყრდნობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.