weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ახალციხესა და მარნეულში საცურაო აუზების აშენება იგეგმება

15:23 ოთხშაბათი, 20 თებერვალი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2019 წელს, ქუთაისსა და ზუგდიდში ოლიმპიური ზომის, ხოლო ფოთში, ახალციხესა და მარნეულში 25-მეტრიანი საცურაო აუზების მშენებლობაა დაგეგმილი.

როგორც მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა, ინფრასტტრუქტურის სამინისტრო მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობას გერგმავს რუსთავსა და ფოთში; სამტრედიაში, ხაშურსა და კასპში სტადიონებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ახალი სტადიონების მშენებლობა კი ყვარელსა და მარნეულშია დაგეგმილი.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, 2018 წელს, მუნიციპალიტეტებში მცირე ზომის სპორტული ინფრასტრქუტურის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის 7 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა, 2019 წელს იგივე მიზნებისთვის რეგიონული ფონდიდან 5.5 მლნ ლარია გამოყოფილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]