weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აფხაზეთში გარდაცვლილი ნათესავი სამეგრელოდან დაიტირეს

18:16 ოთხშაბათი, 20 თებერვალი 2019
ფოტო: რადიო ათინათი ფოტო: რადიო ათინათი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალში გარდაცვლილი 53 წლის გოჩა ტუფურია ნათესავებმა სამეგრელოდან დაიტირეს. სამგლოვიარო პროცესია ოტობაია-ორსანტიას ხიდთან გაიმართა. ჭირისუფალმა მიცვალებული ხიდთან, ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, საგანგებოდ მიასვენა, რათა ხიდის მეორე მხარეს, ენგურს გამოღმა მყოფ ნათესავებს მისი დატირება შეძლებოდათ. ამ თემაზე რეპორტაჟი რადიო „ათინათმა“ მოამზადა.

რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, ნათესავებმა და ახლობლებმა, ვინც აფხაზეთში გადასვლა ვერ მოახერხეს, სამძიმარი ოჯახს ამ ფორმით გამოუცხადეს და შესანდობარი თქვეს.

„ექვსი წელია, არ მინახავს. ბოლოს მამაჩემის გასვენებაზე ვნახე. მაშინ მოვახერხე და გადავედი. ამის მერე არც აქეთ გადმოსულა და ვერც მე მოვახერხე იქით გადასვლა. ეს ძალიან რთულია, ასეთ ვითარებაში რომ გვიწევს ახლობლის დატირება. ჩვენი ბევრი ახლობელი ცხოვრობს იქით. ახლახან ბიცოლა გარდამეცვალა და ვერ დავიტირე. სად უნდა წავსულიყავი, ან როგორ გადავიდოდი. ასეთი შემთხვევების დროს მაინც, ხომ უნდა შეგვეძლოს რომ გადავიდეთ“, - ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი ელისო ფარულავა.

მისივე თქმით, გოჩა ტუფურიას ნათესავების ნაწილმა ოტობაიაში გადასვლა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოახერხა.

„გარდაცვლილის და გადავიდა, 200 ლარი გადაიხადა. ამბობენ, აქეთაც ითხოვენ 200 ლარსო. ჩვენ ამ თანხას ვერ გადავიხდიდით. ფულით თუ შეიძლება გადასვლა, ისე გაეშვათ ასეთ დროს. ადამიანები არ ვართ?!“, - ამბობს ელისო ფარულავა.

ორსანტიელების თქმით, ეს მიცვალებულის შორიდან დატირების პირველი შემთხვევა არ არის. ადგილობრივი მკვიდრი, ფერიდე ქვარაია ამბობს, რომ ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გადადის, საზღვართან ახლოს მყოფ ნათესავებს სწორედ ასე, ხიდთან დასტირის.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. მას შემდეგ აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტითაა შესაძლებელი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოქალქეებს დროებითი ბინადრობის მოწმობით ან გარკვეული თანხის გადაიხდის სანაცვლოდ შეუძლიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]