weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახმეტის N3 საბავშვო ბაღი კეთილმოწყობილ ფართში გადავა

11:36 ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, N3 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და ბაღის ადმინისტრაცია, სრული შემადგენლობით, ახლად რეაბილიტირებულ და უსაფრთხო შენობაში გადავლენ. მერიის ინფორმაციით, N3 საბავშვო ბაღი სურსათის უვნებლობის ნორმებსა და სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

„ახმეტაში მდებარე N3 საბავშვო ბაღი ვერ აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის ნორმებს, ბაღში ირიცხება 56 აღსაზრდელი (საკმაოდ დაბალი კონტიგენტია). ამავე კვარტალში, 200 მეტრში მდებარეობს კეთილმოწყობილი, ახალგარემონტებული N2 საბავშვო ბაღი, რომლის მეორე სართული სრულებით თავისუფალი და აუთვისებელია. მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, აღსაზრდელები და ბაღის პერსონალი სრული შემადგენლობით გადავიყვანოთ ახლად რეაბილიტირებულ ფართში, რომელიც აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის სტანდარტებს. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ გვამოძრავებს ერთადერთი სურვილი, რომ აღსაზრდელებსა და მათ აღმზრდელ-პედაგოგებს უკეთესი პირობები შევთავაზოთ“ - განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია [R]

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]