weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

იაგო ნებიერიძის სასამართლო რუსთავში, პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართება

12:25 ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019

გორში 8 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს გაიმართება. პროცესი, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, 14:00 საათზეა დანიშნული. ბრალდებულის უსაფრთხოების მიზნით, სხდომას ვერ დაესწრებიან მოკლული ბავშვის ოჯახის წევრები.

„პროცესი დახურულია და მხოლოდ მხარეებს აქვთ დასწრების უფლება. დასწრების დიდი სურვილი ჰქონდათ ოჯახის წევრებს, კერძოდ, მამას, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი, თუმცა, მას უარი განუცხადეს, როგორც განგვიმარტეს, უსაფრთხოების გამო“, - განაცხადა დაზარალებულის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

მისივე თქმით, აქვთ დასაბუთებული ვარაუდი, რომ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოტანს. ოჯახი ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვს.

იაგო ნებიერიძის ადვოკატი, მარიამ პაპოშვილი აცხადებს, რომ მხარეები არათანაბარ მდგომარეობაში არიან, რადგან გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინეს. მისივე თქმით, ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა, რის გამოც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი სარგებლობის უფლება „ფაქტობრივად მოუსპეს“.

„იაგო ნებიერიძეს ფაქტობრივად მოუსპეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი სარგებლობის უფლება, როდესაც ასე გასაჯაროვდა ექსპერტიზის დასკვნა, მისი ფოტოსურათი. როგორ შეიძლება შეარჩიო ნეიტრალური ადამიანი?! ჯერ კიდევ არავინ იცის, უდანაშაულოა თუ დამნაშავე“, - აცხადებს ადვოკატი „რუსთავი 2“ -თან ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 34 წლის იაგო ნებიერიძე 2018 წლის 25 ოქტომბერს დააკავა. ბავშვის ცხედარი წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის პირას ნახეს. ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებიდან რამდენიმე დღეში, იაგო ნებიერიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით [გარყვნილი ქმედება] დაუმძიმდა. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]