weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში მომხდარ ძარცვაში ბრალდებული დააკავეს

13:26 ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს 1993 წელს დაბადებული ლ.ს., რომელსაც ბრალი ძარცვაში ედება. გამოძიებით დადგინდა, რომ მან 18 თებერვალს ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან მოქალაქის კუთვნილი 2620 აშშ დოლარი გაიტაცა.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ნაძარცვი თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ძარცვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]