weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩიბათის სკოლის მოსწავლეებმა ლადო აფხაზავას წარმატება მიულოცეს [Photos]

14:41 ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის დასახელდა.

მასწავლებელს წარმატება მოსწავლეებმა მიულოცეს და ჩიბათის სკოლაში ბუშტებითა და პოსტერებით დახვდნენ.

ლადო აფხაზავას წარმატება მიულოცა საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმაც. მინისტრის თქმით, ქართველი პედაგოგის მხრიდან ასეთი მიღწევა, საგანმანათლებლო სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ლადო აფხაზავა წარმატებული და შემოქმედებითი პედაგოგის ნათელი მაგალითია, რაც სხვა პედაგოგებისთვის გახდება სტიმული მათაც მიაღწიონ მეტ წარმატებას. ქვეყნისთვის ძალიან საამაყოა, რომ ქართველი პედაგოგის ცოდნა და უნარები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანს, სწორედ ასეთი პედაგოგების ხელშეწყობა და წახალისება წარმოადგენს და სისტემაში მიმდინარე რეფორმა სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

„მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ 1 მილიონი დოლარის ოდენობის ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის გადაეცემა. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]