weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ მარადიდის მცხოვრებლებმა შესაძლოა „კირნათი ჰესამდე“ გზა გადაკეტონ

18:00 ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019
ფოტო: 1tv.ge ფოტო: 1tv.ge

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის მცხოვრებლები მდინარე ჭოროხის ადიდებას „კირნათი ჰესს“ უკავშირებენ და ჰიდროელექტროსადგურისკენ მიმავალი გზის გადაკეტვით იმუქრებიან. როგორც ადგილობრივებმა აჭარის ტელევიზიასთან განაცხადეს, ხელისუფლებას რამდენიმე დღეს აძლევენ იმისთვის, რომ ვითარების შესასწავლად კომისია შექმნას. ეს დაპირება მათ ხელვაჩაურის მერისგანაც მიიღეს.

„ჰესზე სამუშაოები შეწყდება მანამდე, ვიდრე ახალი სამთავრობო კომისია არ შეიქმნება და ამ თემას ძირფესვიანად არ შეისწავლის“, - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.

მარადიდის მოსახლეობის ნაწილი კომპენსაციების გაზრდას, ნაწილი კი გასახლებასაც ითხოვს.

მდინარე ჭოროხი გუშინ მოულოდნელად ადიდდა. წყალმა სამანქანო გზის და სასაფლაოების ნაწილი, ასევე, ნაკვეთები დატბორა. ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით, ჰესის მფლობელ თურქულ კომპანია „აჭარა ენერჯი 2007“-ში, მას უთხრეს, რომ მდინარის ადიდება ტექნიკურმა ხარვეზმა განაპირობა.

„თურქეთში არსებული ჰესიდან მოჭარბებული წყალი გამოუშვეს. როგორც მე ამიხსნეს, აქ რაღაც ტექნიკური ხარვეზი ჰქონდათ ვერ მოხდა წყლის დროული გაშვება, ამიტომ წყლის დონემ მოიმატა“, - განაცხადა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

მდინარეში წყლის დონემ გუშინვე იკლო, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჭოროხის ადიდების საფრთხე კვლავ ემუქრებათ.

ადიდებულმა მდინარე ჭოროხმა სოფლების მარადიდი და კირნათის ტერიტორია გასული წლის ზაფხულშიც დატბორა. ადგილობრივები მაშინ აცხადებდნენ, რომ „აჭარა ენერჯი 2007“-მა ჭოროხი ისე დააგუბა, მოსახლეობა არ გაუფრთხილებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]