weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქალაქ რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

22:49 ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017
ქალაქ რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა ფოტო © "ნიუს რუსთავი"

დღეს საღამოს მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ქალაქ რუსთავში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, დაზიანდა 110 კილოვატიანი გადამცემი ხაზი, რის გამოც მთელ ქალაქში ელექტროენერგია რამდენიმე საათით გაითიშა. რუსთავის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიწოდება.

წვიმას თან ძლიერი ქარი ერთვოდა, რომელმაც რამდენიმე ხე წააქცია. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვამ ავტომობილები დააზიანა.

უხვი ნალექის შედეგად ფონიჭალაში ფერდობი ჩამოიშალა, რის გამოც თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივნისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, უმეტესად საღამოს და ღამის საათებში, წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]