„გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ს.-მ ერთ-ერთი მოქალაქისგან მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით თანხა აიღო. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ის თანხის აღების შემდეგ დააკავეს. ი.ს.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია თანხა - 1000 ლარი“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.