weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა

21:43 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისთვის, სოფელ ჩიბათის სკოლის პედაგოგს და მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტს, ლადო აფხაზავას მასწავლებლის უმაღლესი რანგი - მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა.

მინისტრმა პედაგოგს საერთაშორისო ასპარეზზე უდიდესი წარმატება მიულოცა და მასწავლებლის პროფესიის ასეთი პოპულარიზაციისთვის და მსოფლიო ასპარეზზე ქვეყნის წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მიღწევა და უზარმაზარი გამარჯვებაა არა მხოლოდ ლადოსთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ლადო აფხაზავას გამოცდილება და სასწავლო მიდგომები საუკეთესო ნიმუშია იმისათვის, რომ რეფორმის ფარგლებში, კლასებში რაც შეიძლება მეტი აქტივობა, მეტი სააზროვნო უნარები და შემოქმედებითობა დავნერგოთ. სწორედ ეს არის ყველაზე სწორი გზა, რომელიც ჩვენი ბავშვების განვითარებას ეხმარება. ჩვენ დღეს ლადო აფხაზავას გამარჯვება მივულოცეთ, პედაგოგის ყველაზე მაღალი - მენტორის სტატუსი მივანიჭეთ, მაგრამ ეს მინიმუმია რაც ჩვენ ასეთი წარმატებული პედაგოგისთვის შეიძლება გავაკეთოთ “, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა 2019 წლისმასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათ ფინალისტს შორის დასახელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]