ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, საყარაულო ჯიხურში, 71 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. როგორც „რეგინფოს“ მერის წარმომადგენელმა ზურაბ ყიზილაშვილმა უთხრა, გარდაცვლილი სოფლის ცენტრში მდებარე სავაჭრო ობიექტის დარაჯი იყო. ის დენის გამათბობელზე დაეცა და ცეცხლი მოეკიდა.
მცირე ხანძრის შედეგად საყარაულო ოთახი და სავაჭრო ობიექტი არ დაზიანებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.