დაღუპულთან ერთად მდინარეში მისი მცირეწლოვანი ძმაც ბანაობდა, თუმცა მისი ნაპირზე გამოყვანა დროულად მოახერხეს. გოგონა ოჯახთან ერთად, სავარაუდოდ, ჩაქვში დასასვენებელად იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საგანგემო სიტუაციების მართვის სააგენტოში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ საზღვაო სეზონის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სულ 135 მაშველია მობილიზებული. სანაპიროზე ისინი გათენებიდან დაღამებამდე მუშაობენ. ხოლო ღამით, როდესაც მხედველობის არეალი შეზღუდულია, რეაგირება 112-ზე შესული ზარების საფუძველზე ხდება.